დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატები დღეს მოინახულებენ

საქართველო, თბილისი - 11:00 | 08.06.2017
ნანახია: 1123

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელაღსრულების ნომერ მე-9 დაწესებულებაში ადვოკატები დღეს, 14:00 საათზე მოინახულებენ.  

შეხვედრის მიზეზი ხვალინდელი სასამართლო სხდომაა, რომელზეც მხარეებმა შესავალი სიტყვა უნდა წარმოსთქვან. 

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს საკუთარ ადვოკატებთან ერთად სახაზინო ადვოკატიც შეხვდება.

"დეკანოზთან პოზიციების შეთანხმება გვსურს, ვემზადებით მნიშვნელოვანი პროცესისთვის, რომელზეც ჩვენი მოსაზრებები უნდა წარმოვთქვათ. ხვალინდელ პროცესს დაესწრება თავად დეკანოზი გიორგი მამალაძეც", - განაცხადა ჟურნალისტებთან ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე