ნიუ-იორკში ქართული კრიმინალური სამყაროს 15 წარმომადგენელს ბრალი წაუყენეს

საქართველო, თბილისი - 10:19 | 08.06.2017
ნანახია: 1179

ნიუ-იორკში 33 ადამიანს, მათ შორის ქართული კრიმინალური სამყაროს 15 წარმომადგენელს - ე.წ. კანონიერ ქურდებს, რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის ბრალი წაუყენეს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩამოთვლილ ბრალდებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდის რაჟდენ შულაიას, ასევე ზურაბ ჯანაშვილის, აკაკი უბილავას, ჰამლეტ უგულავასა და სხვა კრიმინალების გვარები ფიგურირებენ.

რაჟდენ შულაიას მიერ ორგანიზებული კრიმინალური ქსელის საქმიანობა რეკეტს, ელექტრონულ ფინანსურ მაქინაციებს, სატვირთო გადაზიდვებზე გატაცებას, ადგილობრივი სამართალდამცველების მოქრთამვის, დოკუმენტებისა და ანგარიშ-ფაქტურების გაყალბების მცდელობას, ასევე სხვა დანაშაულს გულისხმობდა. დაკავებულებიდან 18 ადამიანი სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე