მიწისძვრის შედეგად სიღნაღში ერთი სახლი დაზიანდა

საქართველო, თბილისი - 10:15 | 08.06.2017
ნანახია: 1095

კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად სიღნაღში ერთი სახლი დაზიანდა. საზოგადოებრივთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ,,არსად გამოვლენილა სერიოზული ზიანი, თუ არ ჩავთვლით სიღნაღის მუნიციპალიტეტში ერთ კერძო სახლს, რომელსაც ბზარი შეამჩნიეს”.

მისივე თქმით, ჯერ დასადგენია, აღნიშნული ბზარი რამდენად უკავშირდება 7 ივნისის საღამოს მომხდარ მიწისძვრას. 

„სხვა შეტყობინება ამ დრომდე არ ყოფილა და უახლოეს საათებშიც არ მგონია რამე შეიცვალოს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა. 

კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, გუშინ ღამით მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში რწმუნებულებმა მთელი ღამის განმავლობაში ყველა შესაძლო ლოკაცია დაათვალიერეს. 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 7 ივნისს, საღამოს საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი იყო ქალაქ დედოფლისწყაროს დასავლეთით 25 კმ-ში, სოფელ გამარჯვებადან 18 კმ-ში.

თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიის ეპიცენტრი იყო ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით - 22კმ. სოფელი ქვემო ბოდბედან - 15კმ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე