კიევში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 09:35 | 08.06.2017
ნანახია: 1004

კიევში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქების ხმა გაისმა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ტერაქტის“ მუხლით. ამის შესახებ კიევის პოლიციის სამმართველოს პრეს-სამსახურში განაცხადეს.

ინციდენტის შესახებ ცნობილი გვიან ღამით გახდა.

პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უცნობმა პირმა დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე