აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 18:42 | 07.06.2017
ნანახია: 1369

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ინფორმაციით, მაისურაძე ამ დრომდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ აჭარის საპატრულოს ყოფილი უფროსი კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსად დაინიშნა.

როგორ შსს-ში განმარტავენ, საქართველოს მასშტაბით, საპატრულო პოლიციაში როტაცია და საკადრო გადაადგილებები მიმდინარეობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე