უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველო, თბილისი - 17:55 | 07.06.2017
ნანახია: 1035

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გმირთა მოედანზე უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდა.

ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრს საქართველოში ქართველი კოლეგა ლევან იზორია მასპინძლობს. არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი საქართველოს თავდაცვის უწყებაში უკვე იმყოფებოდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრიც მოინახულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე