ეკა გიგაურს სასამართლო სისტემა არ მოსწონს - ზარდიაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:27 | 07.06.2017
ნანახია: 1002

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილი სასამართლო სისტემაში ჩარევას უარყოფს და აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორის განცხადებები მხოლოდ ცილისწამებაა.

ზარდიაშვილის თქმით, მას უხარია, რომ ეკა გიგაურს სასამართლო სისტემა არ მოსწონს, რადგან როგორც მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, გიგაურისთვის მოსამართლის კუმირი მამუკა ახვლედიანია.

„ეს არის მიზანმიმართული ცილისწამება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. მე მზად ვარ ნებისმიერ ღია ფორმატში, ნებისმიერ ტელესივრცეში მათთან ერთად დავჯდე და ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი, თუ მათ რამე რეალური მტკიცებულება ან რეალური გარემოება აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი კავშირი რამენაირად დასტურდება სასამართლო სისტემასთან. გულწრფელად რომ გითხრათ მე მართლა მიხარია, რომ ქალბატონ ეკა გიგაურს არ მოსწონს სასამართლო სისტემა იმ ვითარებაში, როდესაც იგი აღმერთებს და კუმირია მისთვის მამუკა ახვლედიანი, როგორც მოსამართლე,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე