თუ „ქართულ ოცნებიდან“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, პარტია დიდი მაჩვენებლით გაიმარჯვებს - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 13:50 | 07.06.2017
ნანახია: 1432

„თუ „ქართულ ოცნებიდან“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე  იქნება, პარტია უფრო დიდი მაჩვენებლით გაიმარჯვებს, ვიდრე სხვა ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძე იქნება თბილისის მერობის საუკეთესო კანდიდატი.

„თუ ეს ასე იქნება, რა თქმა უნდა, მას ექნება ჩემი, როგორც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხარდაჭერა, რომელიც ქართლი ოცნების წარმატებისთვის უკვე მეხუთე წელია მუშაობს“, - აცხადებს წულუკიანი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე