„გაათავისუფლეთ მუსტაფა“ - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

საქართველო, თბილისი - 11:43 | 07.06.2017
ნანახია: 1088

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი ასამდე ადამიანი ჩაბუქის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.  

აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩაბუქის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან პედაგოგები მონაწილეობენ და მთავრობის კანცელარიასთან  მისულ მხარდამჭერებს სიმბოლურ მაისურებს ურიგებენ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ფოტოთი და წარწერით „გაათავისუფლეთ მუსტაფა“.

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი  24 მაისს, თურქეთის მთავრობის მოთხოვნით დააკავეს. თურქული მხარე მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ედავება

აქციის ორგანიზატორები არიან : ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); თბილისის ადამაინის უფლებათა სახლი (HRHT); მედიის განვითარების ფონდი (MDF); ადამიანის უფლებათა ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI). კონსტიტუციის 42-ე მუხლი. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეგობრები და ოჯახის წევრები, დემირელის პარტნიორი სკოლები და შავი ზღვის საერთაშორისო უნივესიტეტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე