გივი თარგამაძე პროკურატურაში დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 11:04 | 07.06.2017
ნანახია: 1116

„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ვეროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე 15:00 საათზე, თბილისის პროკურატურაშია დაბარებული.

თარგამაძის საგამოძიებო უწყებაში დაბარება მისი მანქანის აფეთქების საქმეს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძის ავტომობილი თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე 2016 წლის 4 ოქტომბერს აფეთქდა.

შსს-მ დეპუტატის მანქანის აფეთქების საქმე 7 ოქტომბერს გახსნა. დაკავებულმა ბორის ჩაგუნავამ წაყენებული ბრალი აღიარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაგუნავა სრულად ცნო დამნაშავედ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში და  4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც შეეცვალა 6-წლიანი პირობითი გამოსაცდელი ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე