ამალ და ჯორჯ ქლუნებს ტყუპები შეეძინათ

საქართველო, თბილისი - 10:05 | 07.06.2017
ნანახია: 1634

ამალ და ჯორჯ ქლუნებს ტყუპები - ბიჭი და გოგო შეეძინათ. ბავშვები წყვილისთვის პირველი შვილები არიან.

ახალშობილებს ელა და ალექსანდრე დაარქვეს. მსახიობის პრეს-მდივნის თქმით, დედაც და ბავშვებიც თავს კარგად გრძნობენ.

ხმები იმის შესახებ, რომ წყვილი პირმშოს ელოდებოდა, იანვარში გავრცელდა. მაშინ ამალი ერთ-ერთ ღონისძიებაზე თავისუფალი კაბით გამოცხადდა, რითიც მუცლის დამალვას ცდილობდა.

ჯორჯ და ამალ ქლუნები 2014 წელს ვენეციაში დაქორწინდნენ.

იმ დროს 39 წლის ამალ ალამუდინი რამდენიმე გახმაურებელი საქმის ადვოკატი იყო.

კერძოდ ის უკარინის ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს, Wikileaks-ის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟს და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ჰაჯიდ ისმაილოვს იცავდა.

55 წლის ჯორჯ ქლუნი რამდენიმე პრესტიჟული კინოპრემიის მფლობელია. ის ორჯერ იყო „ოსკარის“ პრემიის ლაურეატი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე