მარინ ლე პენი რასიზმის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგება

საქართველო, თბილისი - 10:53 | 23.09.2015
ნანახია: 2603

საფრანგეთის პარტიის „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი რასიზმის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგება. ამის შესახებ გაზეთი The Guardian-ი იუწყება.

ბრალდების მიზეზი გახდა ლე პენის გამონათქვამი მუსლიმების შესახებ. მან ქუჩაში მლოცველი მუსლიმები ნაცისტ ოკუპანტებს შეადარა. ლე პენმა ეს შედარება 2010 წელს ლიონში „ეროვნული ფრონტის“ ერთ-ერთ სხდომაზე გააკეთა.

თავად ლე პენა ტელერახ Europe 1-თან ინტერვიუში განაცხადა , რომ შეშფოთებულია დევნით პოლიტიკური შეხედულებების გამო იმ ქვეყანაში, სადაც გამოხატვის თავისუფლება არსებობს.

სასამართლო 20 ოქტომბერს გაიმართება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე