ქართველ დიზაინერს დემნა გვასალიას მოდის „ოსკარი“ გადაეცა

საქართველო, თბილისი - 09:53 | 07.06.2017
ნანახია: 1456

უცხოეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერს დემნა გვასალიას მოდის „ოსკარი“ გადაეცა. ის წლის საერთაშორისო დიზაინერი გახდა. ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ჯილდო Balenciaga-ს დიზაინერს ნიუ იორკში CFDA-ს დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცა.

დემნა გვასალიამ თავისი ჯილდო ძმას და ბებიას მიუძღვნა. 

მოდელიორმა მოდის სამყაროში უმაღლესი ჯილდო „ვეტმანისა“ და „ბალენსიაგასთვის“ შექმნილი ბოლოდროინდელი კოლექციებისთვის მიიღო. 

წლის ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონიალი ნიუ იორკში 1981 წლიდან ტარდება. ნომინანტებს მოდის სფეროში მოღვაწე 1500-კაციანი ჟიური ასახელებს. წლის საუკეთესოები კი, ხმათა უმრავლესობით ვლინდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე