საგადასახადო სამართალდარღვევის 703 ფაქტი გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 14:51 | 06.06.2017
ნანახია: 1088

29 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 703 ფაქტი გამოვლინდა.

კერძოდ, ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 8492 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები:

საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 37 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 50 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 616 ფაქტი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე