ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის შენობის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 13:34 | 06.06.2017
ნანახია: 1027

ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის შენობის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა, მას ქუსლის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. 

ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი საყრდენი ფიცრის ჩატეხვა გახდა.

ამჟამინდელი ინფორმაციით, დაშავებულს ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ოპერაცია უტარდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე