29 ივნისს ბურაკ ოზჩივიტისა და ფაჰრიე ევჯენის ქორწილი Sait Halim Paşa Yalısı-ში შედგება

საქართველო, თბილისი - 11:40 | 06.06.2017
ნანახია: 1986

ცნობილი თურქი მსახიობების ბურაკ ოზჩივიტისა და ფაჰრიე ევჯენის ქორწილი 29 ივნიის შედგება. მსახიობები ერთმანეთს უკვე 3 წელია ხვდებიან.

როგორც თურქული მედია წერს,  ბურაკ ოზჩივიტისა და ფაჰრიე ევჯენის ქორწილი Sait Halim Paşa Yalısı-ში გაიმართება. სასახლე ისტორიულ ნაგებობას წარმოადგენს და ბოსფორზე მდებარეობს.

Sait Halim Paşa Yalısı-ში ძირითადად ძვირადღირებული მიღებები და პრეზენტაციები იმართება.

ფახრიე ევჯენის  საქორწილო კაბა თითქმის მზადაა, თუმცა თურქული ყვითელი პრესა ამ დრომდე ვერ არკვევს ვინაა მისი დიზაინერი.

Свадьба Бурака Озчивита и Фахрийе Эвджен пройдет в шикарном особняке

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე