კახი კალაძის ფიგურამ საინტერესო კონტურების შეძენა დაიწყო - ნიკა გავრამია

საქართველო, თბილისი - 18:34 | 05.06.2017
ნანახია: 1434

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ნიკა გვარამია: ამასობაში, კახი კალაძის ფიგურამ საინტერესო კონტურების შეძენა დაიწყო:

1. ძალიან ბევრი ფული მოიხვეჭა განვლილი 5 წლის მანძილზე,
2. საკუთარი მრავალრიცხოვანი საპარლამენტო დაჯგუფება შექმნა,
3. თბილისის მერობა დაიჟინა (დიახ, დაიჟინა), და მისი კანდიდატურის მიუღებლობის გადაძლევას საკუთარი საპარლამენტო დაჯგუფების ულტიმატუმნარევი ქმედებებით ცდილობს,
4. ერთერთ მცირე ტვში შედის მსხვილი ინვესტიციით, ანუ საკუთარ მედიაპლატფორმას იქმნის.

დასკვნა: ან ბიძინა ივანიშვილი მის ამ თამაშებს ნაჯახის დარტყმით აღკვეთავს, ან სიტუაციას ხელიდან გაუშვებს და ქვეყნის ყველაზე მაღალი ვოტუმის არჩევით ფიგურას მიიღებს საკუთარი ფულით, პოლიტიკური დასაყრდენით და მედიით.

ვნახოთ, დასუსტდა და წასასვლელად ემზადება ივანიშვილი, თუ სიტუაციას კვლავ აკონტროლებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე