ოჯახური იდილია: ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ქალიშვილთან ერთად სეირნობენ (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 17:23 | 05.06.2017
ნანახია: 2420

პაპარაცებმა რუსი სუპერმოდელი და ჰოლივუდის მსახიობი ბრედლი კუპერი ახალდაბადებულ ქალიშვილთან ერთად ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს.

21 მარტს შეიკი და კუპერი პირველად გახდნენ მშობლები. ვარსკვლავურ წყვილს ქალიშვილი ლეა შეეძინათ. არც მსახიობს და არც მოდელს ქალიშვილის ფოტოები სოციალურ ქსელში ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.

მანამდე ამერიკელმა პაპარაცებმა მოახერხეს შეიკის გადაღება, როდესაც ის ქლიშვილთან ერთად სეირნობდა. მაშინ მოდელმა პაპარაცების ცნობისმოყვარეობის საპასუხოდ ბავშვის ეტლს პლედი გადააფარა. ფოტოგრაფებმა ვერც ამჯერზე შეძლეს ვარსკვლავური ბავშვის ფოტოზე აღბეჭდვა. მათ ფოტოები მხოლოდ ირინა შეიკს, ბრედლი კუპერსა და მათ ძაღლს გადაუღეს. წყვილმა კვლავ ოსტატურად შეძლო პაპარცებისთვის შვილის დამალვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე