მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრას მართავს

საქართველო, თბილისი - 12:42 | 05.06.2017
ნანახია: 1249

დემირელის კოლეჯის მენეჯერის  მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრას მართავს. 

მისი თქმით, მას სურს ევროკავშირის ელჩს საქმის დეტალების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდოს. 

მუსტაფა ემრე ჩაბუქი სამართლდამცველებმა თურქული მხარის მოთხოვნით დაახლოებით ორი კვირის წინ დააკავეს. თურქული მხარე მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ედავება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  3-თვიანი წინა საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე