Wonder Woman– DC კომიქსების ყველაზე მასშტაბური ეკრანიზაცია

საქართველო, თბილისი - 12:00 | 31.05.2017
ნანახია: 2028

Wonder Woman - DC კომიქსების ყველაზე მასშტაბური ეკრანიზაციის ნახვის შესაძლებლობა პირველ სუპერგმირ ქალზე, ქართველ მაყურებელს მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე ექნება. ფილმი სათავგადასავლო ფანტასტიკისა და კომისქსების მოყვარულებს გულგრილს არ დატოვებს.

Wonder Woman - განსაკუთრებული ძალით დაჯილდოვებულ ქალზეა, რომელიც წარმოშობით ბერძენია. დიანა ამაზონის კუნძულ-სამოთხეში იზრდება, რომელიც გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მას ბავშვობიდან მებრძოლად ზრდიდნენ. მას შემდეგ რაც გარესამყაროში საზარელი ომები იწყება, დიანა ტოვებს კუნძულს და იბრძვის მამაკაცების მხარდამხარ. სწორედ ამ დროს ის საკუთარ თავში განსაკუთრებულ ძალას აღმოაჩენს.

ფილმს 5 სცენარისტიჰყავს, ბიუჯეტი კი 120 მილიონი დოლარია. კინოკრიტიკოსები ერთხმად აცხადებენ, რომ Wonder Woman DC კომიქსების საუკეთესო ეკრანიზაციაა, რაზეც რეიტინგებიც მიუთითებს:IMDb 8.4 Rotten Tomatoes 96%.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე