ლიტვაში ნოდარ დუმბაძის „დიდრო“ ამეტყველდება

საქართველო, თბილისი - 12:58 | 04.06.2017
ნანახია: 1548

საერთაშორისო პროექტის "თავისუფლების ხიდები"-ს ფარგლებში, ლიტვაში, ნ.დუმბაძის "დიდრო"-ს მოტივების მიხედვით სპექტაკლის დასადგმელად გაემგზავრა თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი თურგაი ველიზადე.

თურგაი ველიზადე, 8 ივნისს, ამავე პროექტის ფარგლებში შეხვდება და ვილნიუსელ საზოგადოებასთან ისაუბრებს ქართულ თეატრსა და მწერალ ნოდარ დუმბაძეზე.

პროექტი „თავისუფალი ხიდები“, ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ლიტვის კულტურის სამინისტროსთან არსებული კულტურის საბჭოს ფინანსური დახმარებით.

პროექტს მხარს უჭერს ნოდარ დუმბაძის ფონდი და მისი ხელმძღვანელი ქალბატონი ქეთევან დუმბაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე