Rooms Hotels-ში მომღერალ ნინო ჩხეიძის ახალი ბრენდის Nio-ს პრეზენტაცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:25 | 04.06.2017
ნანახია: 1345

6 ივნისს, Rooms Hotels-ში მომღერალ ნინო ჩხეიძის ახალი ბრენდის Nio-ს პრეზენტაცია გაიმართება.

Nio ახალი პროდუქციის ბრენდია - მომღერალმა თავისი ხელით დამზადებული ქუდების ზამთრის კოლექცია უკვე წარმოადგინა სხვადასხვა სატელევიზიო შოუში და სოციალურ ქსელებში, რასაც დიდი მოწონება ხვდა წილად.

ზამთრის კოლექცია მთლიანად გაიყიდა, რის შემდეგაც ნინო ჩხეიძემ ზაფხულის კოლექციაზე დაიწყო მუშაობა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ნინო ჩხეიძის მიერ დამზადებული, ზაფხულის სეზონისთვის განკუთვნილი 17 ჩალის ქუდი, რომლებიც მარგალიტებითა და ფერადი ქვებითაა გაწყობილი.

პრეზენტაციის დროს გაიმართება აუქციონი და გაიყიდება Nio-ს ბრენდის სამი ქუდი. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება იმ ნიჭიერი ადამიანების დაფინანსებას, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ, მაგრამ ვერ ახერხებენ საჭირო მასალის შეძენას.

ნინო ჩხეიძე ახალი ბრენდის პრეზენტაციაზე ეპატიჟება მეგობრებს, კოლეგებსა და დაინტერესებულ მედიასაშუალებებს. ღონისძიების დრო: 6 ივნისი, 19:00. ღონისძიების ადგილი: თბილისი, Rooms Hotels, კოსტავას 14.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე