სკანდალი დიანა ღურწკაიას გარშემო - რუსი ბლოგერების თქმით, ქართველი მომღერალი პუტინის მიერ გამოგზავნილ წერილს კითხულობდა

საქართველო, თბილისი - 23:06 | 03.06.2017
ნანახია: 3203

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის დიანა ღურწკაიას გარშემო მორიგი სკანდალი აგორდა.

რუსმა ბლოგერებმა მომღერლის ფოტოსურათი გამოაქვეყნეს, რომელზეც დიანა შავი სათვალით ფურცელს დაჰყურებს. ბლოგერები ირწმუნებიან, რომ დიანა ღურწკაია ხედავს და ის საზოგადოებას ატყუებს.

აღნიშნულ ფოტოსურათს სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთ კომენტარში მას პუტინის აფერისტს უწოდებენ.

როგორც რუსი ბლოგერები იუწყებიან, დიანა ღურწკაია ამ ფოტოსურათზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ხელოვანებისთვის გაგზავნილ მიმართვას კითხულობს.

აღნიშნულ ფაქტს დიანა ღურწკაიას ძმა და პროდიუსერი რობერტ ღურწკაია აბსურდულს უწოდებს. 

მისი თქმით, მომღერლის უსინათლობის დამადასტურებელი სამედიცინო დასკვნები არსებობს და მას ტყუილი არაფერში სჭირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე