ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძესა და მეგის ქარდავას, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ

საქართველო, თბილისი - 14:39 | 02.06.2017
ნანახია: 1128

შპს „ფლაი აჭარასთვის“ საფრენი აპარატების, ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების ჩამორთმევის საქმეზესთან დაკავშირებით,  თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას, გენშტაბის ყოფილ უფროსს გიგი კალანდაძესა და პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს მეგის ქარდავას შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ.

 

პროკურატურაში ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით შეხვედრის შემდეგ კომპანია „ფლაი აჭარას“ წარმომადგენელმა ნოდარ კაკაბაძემ განაცხადა, რომ მისთვის სამხედრო ტექნიკის ჩამორთმევაში უშუალოდ ბაჩო ახალაია მონაწილეობდა. მისივე ტქმით, 2009 წელს მისი კომპანიის ქონებით დაინტერესების შედეგად, უკანონოდ დააკავეს კომპანიის ორ უკრაინელ მფრინავთან ერთად.  რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ კი, „ფლაი აჭარის“ წარმომადგენლობამ აღნიშნულის შესახებ აცნობა უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და პრეზიდენტ სააკაშვილთან შედხვედრა გამართა. 

,,ამის შემდეგ დაკავებულები მყისიერად გაათავისუფლეს“, - აღნიშნავს კაკაბაძე.

. კაკაბაძის თქმით, მან სააკაშვილისგან ჯილდო მიიღო, თუმცა კომპანიის ქონების ჩამორთმევას ვერ გადაურჩა. 

„მას შემდეგ რაც გამათავისუფლეს, მოვიდნენ კომპანიაში და წაიღეს რამდენიმე ასეული ათასის ქონება, რომელიც განთავსდა „დელტას“ საწყობში. მოვითხოვ, რომ დაისაჯოს ბაჩო ახალაია და ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა“, განაცხადა ნოდარ კაკაბაძემ. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე