ჯულიეტას ნაცვლად ჯულიუსი - ლივერპულის თეატრის სცენაზე პიესის ორივე მთავრი გმირი მამაკაცი იქნება

საქართველო, თბილისი - 13:43 | 02.06.2017
ნანახია: 1854

ლივერპულის თეატრის Everyman Playhouse -ის სცენაზე შექსპირის პიესის „რომეო და ჯულიეტას“ ახალი ვარიანტი დაიდგა. ახალ ვერსიაში ორივე შეყვარებული მამაკაცია და ჯულიეტას ნაცვლად რომეოს ჯულიუსი უყვარს.

რეჟისორ ნიკ ბეგნელის თქმით, იმ დროს მიღებული რომ ყოფილიყო, უილიამ შექსირი „რომეო და ჯულიეტას“ ნაცვლად „რომეო და ჯულისუსს“ დაწერდა.

მისი თქმით, ცნობილია, რომ შექსპირს სურდა ჯულიეტას როლი ახალგაზრდა მამაკაცს შეესრულებინა, მით უფრო რომ იმ დროს ქალის როლებს მამაკაცი მსახიობები ასრულებდნენ.

ცნობილი მწერალი ოსკარ უაილდი ამბობდა, რომ ჯულიეტას სახე შექსპირმა სპეციალურად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობისთვის შექმნა, რომელზეც ის თავდავიწყებით იყო შეყვარებული.

ლივერპულის დადგმაში შენარჩუნებულია პიესის სახელწოდება, თუმცა ნაწარმოებში ჯულიეტას ნაცვლად ჯულიუსია, რომელსაც 20 წლის მსახიობი ელიოტ კინგსლი თამაშობს. რომეოს როლს კი ჯორჯ კეპლი ასრულებს.

„რომეო და ჯულიეტას“ ახალი ვერსიის პრემიერა ლივერპულის თეატრის სცენაზე შაბათს შედგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე