მუხთარლი ქართულად მოსაუბრე ორმა პირმა გაიტაცა და აზერბაიჯანში გადაიყვანა - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 12:51 | 02.06.2017
ნანახია: 1139

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატებმა მის მიმართ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიება გაასაჩივრეს. 

პარალელურად, ადვოკატმა ქართველ სამართალდამცველებს აფგან მუხთარლისგან მოწოდებული ახალი ინფორმაცია გადასცა, კერძოდ, ჩოფიკაშვილის თქმით, აზერიჯანელმა ჟურნალისტმა  დაადასტურა, რომ ის ჭონქაძის ქუჩაზე სამარშუტო ტაქსიდან გადმოსვლის შემდეგ ქართულად მოსაუბრე ორმა პირმა გაიტაცა და შემდეგ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაიყვანა. 

არჩილ ჩოფიკაშვილმა ჭონქაძის ქუჩაზე ვიდეოკამერის მი ერ დაფიქსირებული ჩანაწერი და ასევე აზერბაიჯანული მხარისგან აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საბუთები გამოითხოვა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე