გურჯაანში ორი არასრულწლოვანი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 12:19 | 02.06.2017
ნანახია: 1156

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში ურთიერთშელაპარაკებისას ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. 

არსებული ინფორმაციით, 15 და 17 წლის ძმები გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით შაშიანის სასაფლაოზე მოხდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე