ლეხ კაჩინსკის საფლავში ორი სხვა ცხედრის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 16:16 | 01.06.2017
ნანახია: 1116

სმოლენსკთან ავიაკატასტროფისას დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის საფლავში ორი სხვა ადამიანის ცხედრის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა მარეკ პაშონეკმა განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურა იძიებს რუსი ექიმების შესაძლო დანაშაულს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვასთან დაკავშირებით.

პოლონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ავიაკატასტროფის მსხვერპლთა საფლავებში რამდენიმე ცხედრის არსებობის შესახებ.

სეიმის დეპუტატ ალექსანდრა ნათალი-შვიატის, გენერლების ბრონისლავ კვიატკოვსკის, ვლოდზიმეჟა პოტაშინსკის, ასევე ბორტგამცილებლის ნატალია იანუშკოს საფლავებში აღმოჩენილია რამდენიმე ცხედრის ფრაგმენტი,

პოლონეთში ცხედრების ეგსგუმაცია თვითმფრინავის კატასტროფის ახალი გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა ტუ-154-მა კატასტროფა 2010 წელს სმოლენსკში განიცადა. ბორტზე იმყოფებოდა 96 ადამიანი: 88 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი. ისინი კატინის სამგლოვიარო ღონისძიებებზე დასასწრებად მიფრინავდნენ. ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე