ფილიპინებში ლიკვიდირებულ ტერორისტებს შორის ჩეჩნებიც არიან

საქართველო, თბილისი - 15:49 | 01.06.2017
ნანახია: 1154

ფილიპინებში მებრძოლების მხარეს ჩეჩნები იბრძვიან. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლიკვიდირებულ ტერორისტებს შორის ჩეჩნებიც არიან.

გასულ კვირას პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ მინდანაოში, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ ბრძოლები გრძელდება, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, მინდანაოში საგანგებო რეჟიმი შესაძლოა ერთ წელს გაგრძელდეს.  

ქალაქ მარავიში დიდი დაჯგუფების ლიკვიდაცია მოხდა. მოკლულ ტერორისტებს შორის აღმოჩნდა რვა უცხოელი. ჩეჩნების გარდა დაჯგუფების წევრები იყვნენ ინდონეზიელი და იემენელი მებრძოლები.

ქალაქის აღება 500 მებრძოლმა სცადა. შეტაკება ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდებოდა. თავდაცვის მინისტრის თქმით, ქალაქში შესაძლოა კიდევ 50-100 რადიკალი იყოს დარჩენილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე