არასამთავრობოებთან შეხვედრების მიზანი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის რესურსის ძიებაა - გიორგი აბაშიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:34 | 01.06.2017
ნანახია: 1060

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებითკონსენსუსის რესურსის ძიება დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საპარლამენტომდივანი ანა დოლიძე დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისწარმომადგენლებს შეხვდნენ.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო კომისიამ ისე დაასრულამუშაობა, რომ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ვერანაირი კონსენსუსი ვერ შედგა დაპროექტი ნულოვანი კონსენსუსითაა მიღებული. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტისდავალებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები დაიწყო.

„ხვალიდან იგეგმება შეხვედრები უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან,სახალხო დამცველთან რათა გამოიკვეთოს ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც კონსენსუსის მიღწევაშესაძლებელია.

საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიული ჩართულობის მიმართულებით ყოველთვის ემხორობოდაპროცესის გახსნილობას, პროცესში საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების მეტ ჩართულობას.

უამრავი თემაა, რომლებზეც ხელისუფლების გარდა, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები,უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, პოლიტიკური პარტიები გარკვეულწილად თანხმდებიან.

ეს შეეხება როგორც საარჩევნო, სასამართლო სისტემებს, ასევე, უსაფრთხოებას და სწორედ ამშეხვედრების უმთავრესი მიზანი არის ამ კონსენსუსის რესურსის ძიება, რათა მივიღოთ კონსტიტუციისპროექტი, არა ისეთი, როგორიც ახლა გვაქვს, ანუ ნულოვანი კონსენსუსის მხოლოდ ერთპარტიულიგადაწყვეტილების შედეგად ჩამოყალიბებული", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგიაბაშიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები: ლაშა ტუღუში, ირმა ბასილაშვილი, თინათინ ბოლქვაძე, ლიკა საჯაია, სოფიო ჭარელი, ელენე ნიჟარაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე