ბარაქ ობამამ 8 მლნ 100 ათას დოლარად სახლი იყიდა

საქართველო, თბილისი - 15:15 | 01.06.2017
ნანახია: 1076

ბარაქ ობამამ ვაშინგტონში სახლი შეიძინა. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით,  კალორამას რაიონში მდებარე სახლში ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა 8 მილიონ 100 ათასი დოლარი გადაიხადა.

საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ობამების ოჯახი სახლს ქირაობდა, მოგვიანებით კი მათ სახლის შეძენა გადაწყვიტეს. ობამები დონალდ ტრამპის ქალიშვილის, ივანკას მეზობლად იცხოვრებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე