რუსეთის სამხედრო ავიაციამ 80 ისლამისტი გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 13:25 | 01.06.2017
ნანახია: 1199

რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ 80 მებრძოლი გაანადგურა. ისინი რაქადან პალმირაში შეღწევას ცდილობდნენ.

რუსულმა ავიაციამ ასევე გაანადგურა ტერორისტების 36 ავტომობილი და ტექნიკა.

მებრძოლები პალმირაში შეღწევას მდინარე ევფრატის გავლით ცდილობენ, იმის მიუხედავად, რომ დიდი ბრიტანეტის, აშშ-ისა და საფრანგეთის სამხედროების ალყაში იმყოფებიან.

ეს „ისლამური სახელმწიფოს“ პალმირაში შეღწევის უკვე მეორე მცდელობაა. პირველად მათ ქალაქში შეჭრა 25 მაისს სცადეს, თუმცა მათი კოლონა რუსეთის სამხედრო ავიაციამ გაანადგურა.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე