ფილიპინების სამხედრო ავიაციამ შეცდომით თავისი ჯარისკაცები დაბომბა - დაღუპულია 10 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 13:01 | 01.06.2017
ნანახია: 1245

სულ მცირე ათი ფილიპინელი სამხედრო დაიღუპა ავიადარტყმის შედეგად, რომელიც ისლამისტების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედროები თავდაცვის სამინისტროს ავიადარტყმის ქვეშ მოექცა, მისივე თქმით დაღუპულების გარდა დაიჭრა კიდევ რვა სამხედრო. შემთხვევა ქალაქ მარავიში მოხდა.

მარავიში ერთ კვირაზე მეტია გრძელდება შეტაკებები სამხედროებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის.

ბრძოლებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. შეტაკებები ადგილობრივი ისლამისტი ლიდერის დაკავების მცდელობის შემდეგ დაიწყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე