უფასო სამედიცინო კონსულტაციები მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში

საქართველო, თბილისი - 12:04 | 01.06.2017
ნანახია: 1080

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ბავშვთა ნევროლოგი, ნეფროლოგი, პედიატრი,ორთოპედი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, ალერგოლოგი და  ოტოლარინგოლოგი უფასო კონსულტაციებსა და გასინჯვებს ჩაატარებენ.  

აქციის ფარგლებში  საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება სისხლის  და შარდის საერთო ანალიზები და კარდიოექოსკოპია.

ასევე, კონსულტაციის დღეს ჩატარდება ქალთა გინეკოლოგიური გასინჯვები და ექოკსოპია.

აქცია 10:00-16:00 სთ-მდე  გაგრძელდება და მონაწილეობის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია,  (0422) 255 05 05

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე