პარიზის ტერაქტისას დაღუპულ პოლიციელზე მისმა გეი-პარტნიორმა იქორწინა

საქართველო, თბილისი - 12:01 | 01.06.2017
ნანახია: 1220

20 ააპრილს ელისეის მინდვრებზე ისლამისტის თავდასხმის შედეგად დაღუპულ,  ფრანგ პოლიციელზე ქსავიე ჟიუჟლეზე მისი მეგობარი მამაკაცი ეტიენ კადრილი დაქორწინდა. ფრანგული კანონმდებლობით ქორწინება სიკვდილის შემდეგ ნებადართულია.

ქორწინების ცერემონიას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ფარნსუა ოლანდი და პარიზის მერი ან იდალგოც ესწრებოდნენ.

37 წლის პოლიციელი ჰომოსექსუალების აქტიური დამცველი იყო. ის კადრილთან ერთად ცხოვრობდა. წყვილს შვილები არ ჰყოლია.

20 აპრილს მომხდარმა თავდასხმამ, რომელიც ხელისუფლებამ ტერაქტად შეაფასა, საფრანგეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

მისმა პატრნიორმა სამგლოვიარო ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა, რომელსაც ასევე დიდი გამოხმაურება ჰქონდა საზოგადოებაში.

ფრანგული კანონმდებლობა მამაკაცს ან ქალს გარდაცვლილ პარტნიორზე დაქორწინების ნებას იმ შემთხვევაში რთავს, თუ კი ნამდვილად დადასტურდა, რომ სიცოცხელში პარტნიორები ოჯახის შექმნას ნამდვილად გეგმავდნენ.

მსურველებმა პრეზიდენტის სახელზე წერილი უნდა დაწერონ.

ქსავიე ჟიუჟლე ელისეის მინდვრებზე 20 აპრილს იმ დროს დაიღუპა, როდესაც ავტომატით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა.

მოგვიანებით თავდასხმის ადგილზე იპოვეს წერილი, რომელშიც თავდამსხმელი თავს „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერს უწოდებდა.

 „ისლამურმა სახელმწიფომ“ განაცხადა, რომ თავდამსხმელი, რომელიც საპასუხო სროლისას მოკლეს, მისი ერთ-ერთი მებრძოლი იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე