ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" დაარსებიდან 12 წელი შეუსრულდა

საქართველო, თბილისი - 11:18 | 01.06.2017
ნანახია: 996

დღეს, 1-ელ ივნისს, ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" დაარსებიდან 12 წელი შეუსრულდა. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენმა" 2005 წლის 1-ელ ივნისს დაიწყო მუშაობა. 12 წლის განმავლობაში სააგენტომ მედიაბაზარზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახელის დამკვიდრება შეძლო.

"ჯი-ეიჩ-ენი" "წლის ადამიანებისა და კომპანიების" გამოკითხვისა და "ოქროს პერგამენტის" დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონიალის ინიციატორი და ორგანიზატორია.

2008 წლის სექტემბერში ბულგარეთში გამართულ შავი ზღვის ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოების ასოციაციის მეორე ასამბლეაზე /BSENNA/ "ჯი-ეიჩ-ენი" ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა. 2010 წლის 4 მარტიდან "ჯი-ეიჩ-ენი" შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ალიანსის თავმჯდომარე გახდა.

1-ელ ივნისს დაბადების დღეს აღნიშნავს ასევე არაერთი ქართული და უცხოური საინფორმაციო საშუალება. "ჯი-ეიჩ-ენი" ულოცავს ყველა მათგანს და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე