კანის კინოფესტივალის ყველაზე უგემოვნო სამოსის ათეული (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 18:01 | 31.05.2017
ნანახია: 2918

კანის ფესტივალი მხოლოდ კინოს შესახებ არ არის, ის ერთგვარ მოდების ჩვენებასაც კი წარმოადგენს. წითელ ხალიჩაზე მშვენიერი სქესის ცნობილი წარმომადგენლები ცდილობენ მსოფლიო თავიანთი უზადო გარეგნობით დაიპყრონ. ნაწილი ფსონს ცნობილ ბრენდებზე აკეთებს, ზოგი კი გემოვნებაზე. თუმცა არიან ისინიც, რომლებსაც უჩვეულო სტილის ძალის სჯერათ. 

თუმცა ჩანაფიქრი ყოველთვის მომგებიანი არ არის. გთავაზობთ 10 ვარსკვლავის ჩაცმულობას, რომელთა გემოვნებასაც თამამად შეგიძლიათ ყველაზე დაბალი შეფასება დაუწეროთ.  

ვიქტორია ბონია

"შეშლილი სირაქლემა" - ასე უწოდა ბონიას კაბას ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail-მა. 

გრეტა გერვიგი

პირველი, რაც ადამიანს აზრად მოსდის ეს არის ბეზე და შოკოლადის მინანქარი. უნდა ითქვას, რომ პოდიუმზე კაბა უსარჩულოდ იყო, მისი დამატებით კი მსახიობი არაპროპორციული გახდა. 

კოკო როშა

მოდელი უცნაური გემოვნებით გამოირჩეოდა. მან ვარდიფერის ბანალური ელფერი შეარჩია, რომელსაც კომიკური ფარფლები ერთვოდა. ასეთი კაბა მხოლოდ კარნავალს შეეფერებოდა. 

ელიზაბეტ მოსი

აი, გაქცეული პატარძალიც! მსახიობმა შეარჩია საპატარძლო კაბა, და კონსტრასტული ღია ფეხსაცმელი. გაუგებარია რისი მიღწევა სურდა მას, თუმცა ნათელია, რომ უცნაურად გამოიყურება. 

კრისტენ სტიუარტი

ის ყოველთვის თამამად გამოიყურება. თუმცა ამ ჯერზე თავისუფლების სიყვარულმა ბოროტად იხუმრა. რა თქმა უნდა, Chanel-ის სამოსი მას ძალიან უხდება. თუმცა ამ კაბით უმჯობესია თუ ზღვის სანაპიროზე ისეირნებს და არა ფილმის პრემიერაზე. 

ემილი რატაკოვსკი

ამ ისედაც სექსუალურ მოდელს არ უხდება ასეთი რთული სტილი. ამ კაბაში გოგონა ბოშა ქალს გავს, რომელიც გამვლელს სამკითხაოდ ეპატიჟება. 

ბარბარა მეიერი

კიდევ ერთი ლამაზი მოდელი. კაბას თითქოს არა უშავს, მაგრამ დეკოლტეს ზონა ზედმეტად უშნოდ გამოიყურება. ღრმად ამოჭრილმა დეკოლტემ ბარბარას მკერდი საერთოდ გაუქრო. 

ფრედერიკ ბელი

ფრანგ მსახიობს სურდა ორიგინალური ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი პირიქით გამოვიდა. მისი კაბა ერთ დიდ გაუგებრობას წარმოადგენს. 

ჯულიანა მური

წითელმა ფერმა მსახიობის ბუნებრივი სილამაზე წაშალა. დეკორმა კი ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ჯულიანა მასკარადიდან ეს-ესაა მოვიდა.  

პერის ჰილტონი

თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა, ბოტფორებიც ხელთათმანებიც. მაქმანები კი უკვე ზედმეტია. ვიზაჟისტებმაც ბევრი მოინდომეს და მის სახეზე პუდრა არ დაინანეს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე