ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

საქართველო, თბილისი - 17:07 | 31.05.2017
ნანახია: 1193

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი ე. წ. წინაპატიმრობაში აღარ იმყოფება.

გალში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტეს.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, არა მხოლოდ გალის შეხვედრებზე, არამედ უფრო მაღალი დონის შეხვედრებზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე