„რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს და გადაცემების ხელმძღვანელ პირებს ხელფასი 10-20%-ით შეუმცირდებათ

საქართველო, თბილისი - 16:16 | 31.05.2017
ნანახია: 1146

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ბრძანებით, არხზე რეორგანიზაცია გამოცხადდა. 

ბრძანების მიხედვით, ხელფასი 10-20%-ით შეუმცირდებათ არხის და გადაცემების ხელმძღვანელ პირებს, ასევე რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდება კადრების შემცირება. 

რეორგანიზაციის პროცესი დაგეგმილია საინფორმაციო სამსახურშიც, რომელიც პირველ ივნისს დაიწყება და აგვისტოში დასრულდება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე