ელტონ ჯონის კონცერტის ბილეთების ფასები 90-150 ლარი იქნება

საქართველო, თბილისი - 12:37 | 31.05.2017
ნანახია: 1481

ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტის ბილეთების ფასები 90-150 ლარი იქნება. 

"სოლოს" მომხმარებლებისთვის ბილეთები 25 ივნისიდან გაიყიდება და ფასი 90 ლარი იქნება, ხოლო 29 ივნისიდან ბილეთების ყიდვას ყველა მსურველი 150 ლარად შეძლებს. ბილეთები tkt.ge-ზე გაიყიდება, - ამის შესახებ ​ SOLO-ს​ა და Eastern Promotions-ის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. 

ცნობისთვის, Black Sea Arena-ზე ელტონ ჯონის კონცერტი 16 სექტემბერს გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე