მე ვერ გეტყვით, როგორ დატოვა ქვეყანა - შოთაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქვეყნიდან გაყვანაზე

საქართველო, თბილისი - 12:22 | 31.05.2017
ნანახია: 1177

გამოძიება ყველაფერს დაადგენს, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქვეყნიდან გაყვანაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს სამუშაოები და ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.

"მე ვერ გეტყვით, როგორ დატოვა ქვეყანა. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება. მიმდინარეობს სამუშაოები და ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება. ყველაფერს დაადგენს გამოძიება“, - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი არსებული ინფორმაციით, თბილისიდან გაიტაცეს და იგი ბაქოშია დაპატიმრებული. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდა მისი საზღვარზე გადაყვანა.  თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თქმით, ის აზერბაიჯანის მხარეს საქართველოს უშიშროების ძალებმა გადასცეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე