ხელში ჩემი მეუღლის საბუთები მიკავია და მაინტერსებს, როგორ გადაკვეთა მან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი - ლეილა მუსტაფაევა

საქართველო, თბილისი - 11:54 | 31.05.2017
ნანახია: 1289

სოლიდარობა აფგან მუხთარლის! - ამ ლოზუნგით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარებს.

ხელში ჩემი მეუღლის საბუთები მიკავია და მაინტერსებს, როგორ გადაკვეთა მან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, - ამის შესახებ დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი განცხადებით,  აღმოჩნდა, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დარღვეულია.

"მე ვფიქრობდი და მიმაჩნდა, რომ საქართველოს მისწრაფებები ჰქონდა ევროპულ ხედვებთან და იდეებთან, თუმცა აღმოჩნდა, რომ აქ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დარღვეულია. ხელში ჩემი მეუღლის საბუთები მიკავია და მაინტერსებს, თუ როგორ გადაკვეთა მან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი საბუთების გარეშე", - ლეილა მუსტაფაევამ.

ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები საქართველოს მთავრობისგან განმარტებებს მოითხოვენ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი არსებული ინფორმაციით, თბილისიდან გაიტაცეს და იგი ბაქოშია დაპატიმრებული.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე