უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან მირცხულავა დააკავეს

საქართველო, თბილისი - 18:03 | 30.05.2017
ნანახია: 1180

28 მაისს, ოდესის პოლიციის თანამშრომლებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან მირცხულავა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი, რომელიც ქალაქში არალეგალურად იმყოფებოდა, ოდესაში ეთნიკური კრიმინალური ჯგუფების გაკონტროლების მიზნით ჩამოვიდა.

ოდესის ოლქის ეროვნული პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელის, დმიტრი გოლოვინის ინფორმაციით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ, უკრაინაში შემოსვლის შემდგომი აკრძალვით.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე