საპატრულო პოლიციას ახალი დირექტორი ყავს

საქართველო, თბილისი - 17:12 | 30.05.2017
ნანახია: 1159

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან საგანგებო თათბირი ჩაატარა და მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარუდგინა.

გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ალექსანდრე ხვადაგიანი დანიშნა. შს მინისტრმა მასთან ერთად საპატრულო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა, დავალებები მისცა და წარმატებები უსურვა.

"საპატრულო პოლიციაში არსებითი რეფორმა იწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ საკადრო ცვლილებებთან ერთად, რიგი კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდება, რაც საპატრულო პოლიციისთვის ახალი იმპულსი იქნება. ეს ღონისძიებები მოიცავს, ასევე, გადამზადების მასშტაბურ პროგრამას, ახალი სახეების, ახალგაზრდების მოზიდვას და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ალექსანდრე ხვადაგიანი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე