ადვოკატები დემირელის კოლეჯის მმართველისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 14:24 | 30.05.2017
ნანახია: 1115

ადვოკატები დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, - ამის  შესახებ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, თუ რა ეტაპზე მოითხოვს ლტოლვილის სტატუსს, ამის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი. 

”ეს პროცედურა აჩერებს ექსტრადიციას. ჩვენ ვფიქრობთ როგორ გამოვიყენოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმი ამ შემთხვევაში. ეს მექანიზმი რომ იქნება გამოყენებული, ეჭვის საფუძველი არ არსებობს, თუმცა რა ეტაპზე გამოვიყენებთ, ამაზე მიმდინარეობს კონსულტაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ ჩამოვყალიბდეთ ერთიან პოზიციაზე”, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა. 

25 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.  მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე