"ციანიდის საქმის" არსებითი განხილვა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 18:50 | 29.05.2017
ნანახია: 1085

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.

"ციანიდის საქმის" სხდომები დახურული იქნება, რადგან მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პროცესის დახურვასთან დაკავშირებით.

არსებული ინფორმაციით, ხვალინდელ პროცესს დაესწრებიან დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები, გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი. ისინი სასამართლო განხილვებზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბრუნდნენ. თუმცა უცნობია, დაესწრება თუ არა სასამართლო პროცესს თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე. მან სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და ადვოკატებსაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა, რაც მათ შეასრულეს. ამის გამო ბუგიანიშვილმა ისინი საქმეს ჩამოაშორა. ეს გადაწყვეტილება დეკანოზის ინტერესების დამცველებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
 
ცნობისთვის, ხვალინდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარდგებიან.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე