ნატო მზად არის დაიცვას ყველა მოკავშირის უსაფრთხოება - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 11:20 | 05.11.2015
ნანახია: 1692

ნატო მზად არის დაიცვას ყველა მოკავშირის უსაფრთხოება, რაც ალიანსის მიერ ჩატარებულმა ყველაზე მასშტაბურმა სამხედრო წვრთნებმა დაადასტურა. ამის შესახებ განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ესპანეთში გააკეთა.

ამჟამად იტალიის, პორტუგალიისა და ესპანეთის ტერიტორიაზე ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წვრთნები მიმდინარეობს, 36 ათასი სამხედრო პერსონალის მონაწილეობით.

მანევრების ჩატარების მიზეზად კი ბოლო პერიოდში რუსეთის პოლიტიკა, მათ შორის ყირიმის ანექსია და რუსეთის მიერ ბალტიის ზღვაში სამხედრო ძალის გაზრდა დასახელდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე