კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ რუბენ ესტლუნდის „კვადრატმა“ მიიღო

საქართველო, თბილისი - 10:08 | 29.05.2017
ნანახია: 1554

შვედი რეჟისორის რუბენ ესტლუნდის ფილმმა „კვადრატი“ კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ მიიღო.

ის 19 სურათიდან ერთ-ერთი იყო, რომლებიც წელს „ოქროს პალმის რტოს“ ფესტივალზე იყო წარდგენილი.

ფესტივალის ჟიურის ესპანელი რეჟისორი პედრო ალმადოვარი ხელმძღვანელობდა.

რუსი რეჟისორის ანდრეი ზვიაგინცევის ფილმმა „უსიყვარულოდ“ ჟიურის სიმპატიის პრიზი დაიმსახურა.

პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის სოფია კოპოლას ფილმმა The Beguiled-მა მიიღო. სურათი მოგვითხრობს აშშ-ის სამოქალაქო ომში დაჭრილი ჯარისკაცის შესახებ, რომელიც გოგონების პანსიონატში მოხვდა.

პანსიონატის დირექტორის როლს ნიკოლ კიდმანი ასრულებს, რომელსაც კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის კანის საიუბილეო 70-ე ფესტივალზე სპეციალური პრემია გადაეცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე