საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს არ უნდა გადასცეს - საია

საქართველო, თბილისი - 13:58 | 28.05.2017
ნანახია: 2323

საია მიიჩნევს, რომ საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს არ უნდა გადასცეს.

2017 წლის 25 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა სასამართლო პროცესს, რომელზეც საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, თურქეთის მოქალაქეს - მუსტაფა ემრე ჩაბუქს. საია მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებლად მოხდა. საია ასევე მიიჩნევს, რომ საქმის კონტექსტის და თურქეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების შელახვის რეალური საფრთხე. შესაბამისად, საქართველომ არ უნდა მოახდინოს მისი ექსტრადირება.

განცხადების სრული ვერსია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში ან მიყევით ბმულს  

Related image




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე