ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:28 | 28.05.2017
ნანახია: 1190

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. 1976 წელს დაბადებული ნ.ჭ. პოლიციამ ლანჩხუთში დააკავა.

დაკავებულს ჩხრეკისას აღმოუჩინეს ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინის 4 აბი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ნ.ჭ. დაკავებისას ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. იგი აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე